უკრაინაში რუსეთიდან გარკვეული პროდუქციის შეტანა აიკრძალა
უკრაინაში მთავრობის ის განკარგულება შევიდა ძალაში, რომლის მიხედვითაც, რუსული წარმოების საქონელზე ემბარგო დაწესდა.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთიდან ხორცის, ჩაის, ყავის, საკონდიტრო ნაწარმის, სპირტიანი სასმელებისა და სიგარეტის შეტანა აიკრძალა.
ემბარგოს ვადა მიმდინარე წლის 5 აგვისტომდეა.
უკრაინის მიერ დაწესებული ემბარგო რუსეთის ქმედების პასუხია, რომელმაც უკრაინული პროდუქციის შეტანა აკრძალა.