ბრაზილიაში პოლიციამ მომიტინგეთა წინააღმდეგოდ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
ბრაზილიის ქალაქ სან–პაულუში მომიტინგეთა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. საპროტესტო აქცია საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გაზრდამ გამოიწვია. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
შეტაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ნიღბიანმა ახალგაზრდებმა ავტობუსების და ბანკების ოფისების მინები ჩაამსხვრიეს, ასევე მათ პოლიციელებს ქვები დაუშინეს. საპასუხოდ სამართალდამცველებმა ცრემლსადები გაზი და სანათი ხელყუმბარები გამოიყენეს. დაკავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მომიტინგეთა და პოლიციას შორის შეტაკება რიო–დე–ჟანეიროშიც მოხდა.