კიშინიოვში აფეთქების შედეგად 20 ადამიანი დაშავდა
მოლდავეთის დედაქალაქ კიშინიოვის ცენტრში აფეთქების შედეგად 20 ადამიანი დაშავდა. ოთხის მდგომარეობა მძიმეა. საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ინფორმაციით, აფეთქდა თხევადი აირის ბალონი.
შენობა, სადაც ბალონი აფეთქდა, ცენტრალურ ბაზართან ახლოს მდებარეობს. აფეთქების შემდეგ იქ პანიკა შეიქმნა.
ამჟამად მომხდარის გამოძიება მიმდინარეობს.