ამერიკულმა ავიაციამ ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ 17 „ბოევიკი“ გაანადგურა
ავღანეთში ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის ავიადარტყმის შედეგად, „ისლამური სახელმწიფოს“ 17 „ბოევიკი“ გაანადგურეს. ამის შესახებ „ბი–ბი–სი“ იუწყება. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაბომბვის მომენტში ისლამისტები მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენლების სიკვდილით დასჯას აპირებდნენ.
ავიაიერიში პაკისტანის საზღვრის სიახლოვეს, ნანგარხარნას პროვინციაში განხორციელდა. დაბომბვის დროს რამდენიმე სამოქალაქო პირი დაიჭრა.
„თალიბანისთვის“ „ისლამური სახელმწიფო“ მტრულ დაჯგუფებას წარმოადგენს. ამჟამად ავღანეთის ტერიტორიაზე ISIS–ის მომხრეების რაოდენობა მრავალრიცხოვანი არ არის, ის დაახლოებით 3 ათას ადამიანს შეადგენს. ამ დაჯგუფებას ავღანეთში რადიოსადგური აქვს, რომლითაც ის პროპაგანდისტულ მოწოდებებს გადასცემს.