აზოვის ზღვაში მაშველებმა მოწყვეტილი ყინულიდან 90 ადამიანი გადაარჩინეს

მაშველებმა რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში მოწყვეტილი ყინულიდან 90 მეთევზე გადაარჩინეს. ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსი“ იუწყება.
„მთლიანად გადარჩენილია 90 ადამიანი, მათგან 38 დასახლება გლაფიროვკაში, ხოლო 52 – ქალაქ ეისკში გადაიყვანეს“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციათა სამმართველოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ამ უწყების ინფორმაციის მიხედვით, აზოვის ზღვაში სამაშველო სამსახური პატრულირებას განაგრძობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები