გერმანიის ავიაცია სირიასა და ერაყში სამხედრო ოპერაციაში ჩაერთო
გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებლები ერაყის და სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციაში ჩაერთნენ. ამის შესახებ გერმანული გამოცემა „შპიგელი“ წერს.
გაზეთის ინფორმაციით, Tornado-ს ტიპის ორი ავიაგამანადგურებელი სირიის და ერაყის საჰაერო სივრცეში ორის საათის განმავლობაში იმყოფებოდა. თვითმფრინავები სპეციალური კამერებით იყო აღჭურვილი, რომლის მეშვეობით მათ „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკების“ პოზიციები გადაიღეს.
გასული წლის დეკემბერში გერმანიის პარლამენტმა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციაში ქვეყნის შეიარაღებული ძალების ჩართვას მხარი დაუჭირა. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, რეგიონში სადაზვერვო თვითმფრინავები, საზღვაო ძალების ფრეგატი და 1200 სამხედრო მოსამსახურე განთავსდება.
გერმანიის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება პარიზში 13 ნოემბერს მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ მიიღო.