აზერბაიჯანული მედიის ცნობით, თურქეთში „ღორის გრიპით“ ხუთი ადამიანი გარდაიცვალა
თურქეთში ვირუსმა AH1N1-მა, რომელსაც „ღორის გრიპს“ უწოდებენ, ხუთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო „აპა“ იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი გარდაცვლილი ბავშვია. გამოცემის ცნობით, 35-მა ადამიანმა ექიმებს მაღალი სიცხის და ღებინების დიაგნოზით მიმართა. ყველა მათგანს „ღორის გრიპი“ აღმოაჩნდა.
თურქი ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ წელიწადის ამ დროს ვირუსის შემთხვევები ხშირია. ისინი საპროფილაქტიკო ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ საუბრობენ.