„ისლამური სახელმწიფოს“ პროპაგანდასთან საბრძოლველად აშშ–ში სპეციალური განყოფილება იქმნება
აშშ–ის ხელისუფლებამ „ისლამური სახელმწიფოს“ ინტერნეტპროპაგანდასთან საბრძოლველად სპეციალური განყოფილების შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ „ბი–ბი–სი“ იუწყება.
ეს განყოფილება შეერთებული შტატების უშიშროების სამინისტროში შევა, მაგრამ ის უშიშროების ფედერალურ სააგენტოებთანაც ითანამშრომლებს.
ამ საკითხზე აშშ-ს სპეცსამსახურების წარმომადგენლები ინტერნეტკომპანიების წამომადგენლებს შეხვდებიან. შეხვედრაზე განყოფილების შექმნის და მუშაობის საკითხებს განიხილავენ.