საქველმოქმედო ჩვენება საჯარო ბიბლიოთეკაში

 21 მარტს, პარლამენტის საჯარო ბიბლიოთეკაში დიზაინერ ზალიკო ბერგერისა და “ხელოვნების სახლის“ ორგანიზებით, საქველმოქმედო ჩვენება გაიმართა, მასში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მზის შვილების“ ბენეფიციარები და ,,ხელოვნების სახლის“ აღსაზრდელები მონაწილეობდნენ. როგორც ,,კვირას“ ,,ხელოვნების სახლის“ ხელმძღვანელმა ანი ჩანგიანმა განუცხადა: – ჩვენი ორგანიზაცია ხშირად ერთვება მსგავსი სახის საქველმოქმედო ღონისძიებებში, ამჯერადაც ჩვენი სახლის აღსაზრდელები მონაწილეობნენ ჩვენებაში, სადაც თექისგან დამზადებული ტანისამოსი წარმოადგინეს. მსგავსი ღონისძიება მიზნად ისახავს დაუნის სინდრომით დაავადებულ ბავშვთა საზოგადოებაში ინტეგრაციას. „ჩვენების შემდეგ „ხელოვნების სახლის“ ხელმძღვანელმა ანა ჩანგიანმა და ირინა ბარბაქაძემ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მზის შვილების“ ბენეფიციარებს საჩუქრად სპეციალურად მათთვის დამზადებული სამოსი გადასცეს.

10013694_720026384695193_1095595752_n [divider] Insert you content here [/divider] 1543863_720032321361266_98300285_n (1)

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები