ტყიბულში 24 წლის მამაკაცი დაიკარგა
ტყიბულში მცხოვრებ 24 წლის ალექსანდრე ყვავაძეს მეხუთე დღეა ეძებენ. ყვავაძე სახლიდან 31 დეკემბერს გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.
ამის შესახებ ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე ავრცელებს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკარგულის ოჯახმა უწყებას უკვე მიმართა და ალექსანდრე ყვავაძის ადგილსამყოფელის დასადგენად სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს.