დავით კირკიტაძის ძმა – ირაკლი კირკიტაძე დააკავეს
ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის, დავით კირკიტაძის ძმა დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ირაკლი კირკიტაძემ მოქალაქეს იარაღის ტარი თავში ჩაარტყა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს.
“გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 120-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობის ფაქტს გულისხმობს და სსკ-ის 151-ე მუხლით, რაც მუქარას ითვალისწინებს”,- აცხადებენ შსს -ში.