ქართველი დიზაინერი დევიდ კომა ლონდონში საკუთარ კოლექციას წარადგენს

ქართული წარმომავლობის ცნობილი ბრიტანელი დიზაინერი დევიდ კომა (კომახიძე) ლონდონის მოდის კვირეულში მონაწილეობას მიიღებს, რომელიც 19-23 თებერვალს გაიმართება.
მოდის კვირეულზე საკუთარ კოლექციას წარადგენს 80-ზე მეტი დიზაინერი ინგლისიდან, კანადიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, იაპონიიდან, კორეიდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. დევიდ კომა საკუთარ კოლექციას BFC Courtyard Show Space-ზე 21 თებერვალს აჩვენებს. დევიდ კომას მიერ შექმნილ კაბებს ისეთი საქვეყნოდ ცნობილი მოდელები და მომღერლები ატარებენ, როგორიც არიან: ბიონსე, კაილი მინოუგი, რიანა, ლედი გაგა და ნატალია ვოდიანოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები