კახა კალაძე: ვმუშაობთ თბილისის შესასვლელ-გასასვლელი ალტერნატიული გზების მოძიებისა და განვითარების მიმართულებით

მუნიციპალიტეტის მერია მუშაობს თბილისის შესასვლელ-გასასვლელი ალტერნატიული გზების მოძიებისა და განვითარების მიმართულებით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქალაქში არსებული საცობების განტვირთვისა და გადაადგილების გამარტივების მიზნით გადაიდგა შესაბამისი ნაბიჯები, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით.

„რამდენიმე დღის წინ გვქონდა შეხვედრა ინფრასტრუქტურის სამინისტროში. მინისტრი რევაზ სოხაძეც ესწრებოდა. განხვიხილეთ ალტერნატიული შემოსასვლელები და გასასვლელები დედაქალაქში, რომელიც, რა თქმა უნდა, მოგვცემს შესაძლებლობას, რომ იმ მოქალაქეებს, რომლებიც სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, კერძო ავტომობილებით შევთავაზოთ გადაადგილების ალტერნატივა. უახლოეს მომავალში გვექნება კვლევის შედეგები, თუ რომელი კონკრეტული გზა იქნება გამოსადეგი ქალაქისთვის და მოგვცემს ქალაქის განტვირთვის შესაძლებლობას. პროცესში ჩართულია სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია. მათი ჩართულობითა და მხარდაჭერით განხორციელდება აღნიშნული პროექტები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები