გიორგი ჩაკვეტაძე – პოლონეთის ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახურის გადაცემაზე: ამ ყველაფრის მიზანია საქართველოს შესახებ არასწორი ინფორმაციის შექმნა

“ამ ყველაფრის მიზანია საქართველოს შესახებ არასწორი ინფორმაციის, აღქმების შექმნა, ფაქტების დამახინჯება,” – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ქართულენოვანი სამსახურის გადაცემაში გაჟღერებული გზავნილების შეფასებისას განაცხადა.

„ეს არის სხვადასხვა საგარეო აქტორის ჩართულობით მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს, რომ რაიმე ტიპის შეხედულებები შექმნან საქართველოზე, როგორც პოლონეთში, ისე საქართველოში. ასე რომ, ამ ყველაფერთან დაკავშირებით, კითხვები არ არსებობს. ამ ყველაფრის მიზანია საქართველოს შესახებ არასწორი ინფორმაციის, აღქმების შექმნა, ფაქტების დამახინჯება და ასევე მიზანია საქართველოში პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენა“, – განაცხადა ჩაკვეტაძემ.

შეგახსენებთ, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 27 აპრილს სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომ პოლონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა (TVP) ახალი ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური VT Sakartvelo დააარსა. ტელევიზიაში რამდენიმე ქართველი ჟურნალისტი იმუშავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები