ნინო წილოსანი: მიხეილ სააკაშვილის პოსტი იყო კიდევ ერთი მოწოდება, რომ ეკლესიას გაუჩერებლად უნდა დაესხნენ თავს და რუსულ პროექტად შერაცხონ

“მიხეილ სააკაშვილის პოსტი იყო კიდევ ერთი მოწოდება, რომ ეკლესიას გაუჩერებლად უნდა დაესხნენ თავს და რუსულ პროექტად შერაცხონ,” – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

აღნიშნულით წილოსანი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის Facebook-პოსტს, სადაც ის პატრიარქის არჩევნებს „ეგრეთ წოდებულს“ და „რუსულ სპეცოპერაციას“ უწოდებს.

„მიხეილ სააკაშვილის პოსტი იყო კიდევ ერთი მოწოდება, რომ ეკლესიას გაუჩერებლად უნდა დაესხნენ თავს და რუსულ პროექტად შერაცხონ. ესეც აშშ-ის მხრიდან გასაჯაროებული ტაქტიკაა – რისი გაშავებაც სურთ, ყველაფერს რუსულს არქმევენ“, – აღნიშნა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები