თორნიკე ფაღავა: ოპოზიციის წარმომადგენლები კარდაკარ არ ხვდებიან ამომრჩეველს, სინამდვილეში ისინი სასტუმროს ფოიეში საკუთარ რეგიონულ აქტივთან მართავენ შეხვედრებს

“რომ ჰკითხოთ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, ისინი რეგიონში არიან გასულები და კარდაკარ ხვდებიან ამომრჩეველს, სინამდვილეში კი ისინი სასტუმროს ფოიეში საკუთარ რეგიონულ აქტივს ხვდებიან,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ფაღავამ განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” ამ ალიანსში აშკარად აუტსაიდერია და დანარჩენი რადიკალური ოპოზიცია მათგან დისტანცირებას ცდილობს.

„ნაციონალური მოძრაობა” ამ ალიანსში აშკარად აუტსაიდერია და დანარჩენი რადიკალური ოპოზიცია მათგან დისტანცირებას ცდილობს.
რაც შეეხება უშუალოდ ამ შეხვედრებს, – რომ ჰკითხოთ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, ისინი რეგიონში არიან გასულები და კარდაკარ ხვდებიან ამომრჩეველს, სინამდვილეში კი ისინი სასტუმროს ფოიეში საკუთარ რეგიონულ აქტივს ხვდებიან. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ისინი განწირულები არიან როგორც 26 მაისს კრახისთვის, ასევე 2028 წლის არჩევნებზე დამარცხებისთვის“, – აცხადებს ფაღავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები