ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თეირანის თავზე დრონებს ცეცხლი გაუხსნეს
ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თეირანის ზოგიერთი ნაწილის თავზე მცირე ზომის დრონებსა და სადაზვერვო უპილოტო საფრენ აპარატებს ცეცხლი გაუხსნეს, – ამის შესახებ Reuters-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.
საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმის“ ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებიდან გასროლის ხმა ქალაქის დასავლეთ, ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში ისმოდა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 21 აპრილს განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტას მანამ გააგრძელებდა, სანამ თეირანი კონფლიქტის მოგვარებისა და მოლაპარაკებების დასრულების შესახებ წინადადებებს არ წარადგენდა.