კახა კალაძე – ოპოზიციაზე: როდესაც ხარ მოღალატე, როდესაც ხარ უსამშობლო ადამიანი, როდესაც ემსახურები სხვა ქვეყნის ინტერესს, დამთავრებულია, რა პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, რა პოლიტიკურ მხარდაჭერასა და მოსახლეობის მხრიდან თანადგომაზე ვსაუბრობთ

„როდესაც ხარ მოღალატე, როდესაც ხარ უსამშობლო ადამიანი, როდესაც ემსახურები სხვა ქვეყნის ინტერესს, დამთავრებულია. რა პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, რა პოლიტიკურ მხარდაჭერასა და მოსახლეობის მხრიდან თანადგომაზე ვსაუბრობთ“, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ დედაქალაქის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ოპოზიციის მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალები ყველაფერს ცდილობენ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე გამოიყენონ სათავისოდ.

„ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არანაირი რესურსი არ აქვთ. ქართველმა ხალხმა მათ გამოუტანა განაჩენი და მიანიჭა შესაბამისი ადგილი იქ, სადაც დღეს იმყოფებიან. პულსი არ ესინჯებათ იმდენად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან ეს ადამიანები.

რაც არ უნდა გაერთიანებები გააკეთონ, ცალ-ცალკე გამოვიდნენ, როდესაც ხარ მოღალატე, როდესაც ხარ უსამშობლო ადამიანი, როდესაც ემსახურები სხვა ქვეყნის ინტერესს, დამთავრებულია. რა პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, რა პოლიტიკურ მხარდაჭერაზე და მოსახლეობის მხრიდან თანადგომაზე ვსაუბრობთ. არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, განულებულები არიან. ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს, ანალიზსაც აკეთებს ძალიან კარგად. იცის ვინ ვინ არის, ვინ საიდან იმართება, ვის რა ინტერესი აქვს, ვინ არის ქვეყნის მტერი, ვინ არის ქვეყნის მოყვარე“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები