უამინდობის გამო, ფოთი-თბილისის მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლა სამი საათის დაგვიანებით შესრულდა
ფოთი-თბილისის მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლა დაახლოებით სამი საათის დაგვიანებით შესრულდა. მატარებლის დაგვიანების მიზეზი უამინდობა გახდა. მეხი საკონტაქტო ქსელს დაეცა, რის გამოც მატარებელმა ფოთიდან გასვლა თითქმის სამი საათით დააგვიანა. პრობლემის აღმოფხვრის შემდეგ რეისი შეუფერხებლად შესრულდა.
როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, დანარჩენ მონაკვეთზე მატარებლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაგვიანების გარეშე გადაადგილდებიან.