უამინდობის გამო, ქუთაისი – ვარშავას რეისი გადაიდო

ქუთაისის აეროპორტში უამინდობის გამო ფრენები არ გადადებულა, – ამის შესახებ “კვირას” დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო ქუთაისის აეროპორტში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, გადაიდო მხოლოდ ვარშავა – ქუთაისის რეისი.
“ფრენები არ გადადებულა. ამ წუთებში რეგისტრაცია მიმდინარეობს ვილნიუსის მიმართულებით. გადადებული რეისი ვარშავის მიმართულებით 5 იანვარს შესრულდება”, – განაცხადეს აეროპორტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები