მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძე: დარწმუნებული ვარ, რომ უწმინდესი მე მღვდელმსახურებას არ შემიჩერებდა

23 დეკემბერს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, სასულიერო პირს, ილია ვაშაკიძეს საპატრიარქოს მისამართით გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადებების გამო, მღვდელმსახურების უფლება შეუჩერდა. მღვდელმონაზონი არ აპირებს სინოდის გადაწყვეტილებას დაემორჩილოს. ის დარწმუნებულია, რომ სინოდის გადაწყვეტილებას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე არ დაუჭერდა მხარს.
„უწმინდესი იზოლაციაში ჰყავთ. 99%-ით დარწმუნებული, რომ უწმინდესმა არ იცის ეს ამბავი და ამდენივე პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ უწმინდესი მე მღვდელმსახურებას არ შემიჩერებდა, ისევ და ისევ მისი კაცთმოყვარეობიდან გამომდინარე. უწმინდესი არ ჩაგრავს მართალ ხალხს. მე იმ დონის ინვალიდი ვარ, რომ ერთადერთი წირვა-ლოცვაზე ვდგავარ. მეტი არ შემიძლია. ცოტა ხნის წინ პატრიარქს მივწერე – გთხოვთ, პენსია დამინიშნოთ-მეთქი. მე ვფიქრობ, არ მივიდა ის წერილი პატრიარქამდე, თორემ უწმინდესი მე პენსიას დამინიშნავდა. ვიდრე პატრიარქი პირადად არ დამიბარებს და ჩემს მოთხოვნას არ შეასრულებს სამართლიანობის აღდგენის შესახებ, არ ვაპირებ, შევცვალო პოზიცია, რამეთუ ჩემ მიმართ გამოტანილი ვერდიქტი ლინჩის სამართლის მიხედვითაა გამოტანილი და არა საეკლესიო სამართლისა. მე მაინც ყოველთვის პატრიარქის იმედი მექნება. იმედი ბოლოს კვდება, მაგრამ ფაქტია, რომ ის სრულ იზოლაციაში ჰყავთ და ინფორმაციას არ აწვდიან“, -აცხადებს მამა ილია (ვაშაკიძე) გაზეთ “კვირის ქრონიკასთან“ საუბარში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები