რას ფიქრობს ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომაზე

ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადადგომას გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ აფასებს.
ბერა ივანიშვილის განცხადებით, ქვეყანაში დემოკრატიაა და ღარიბაშვილის გადადგომა მათ მეგობრობაზე არ აისახება.
„ადამიანურად დადებითად ვაფასებ. მას არავინ ლანძღავს, ჩვენთან დემოკრატია ყალიბდება და მისი გადადგომაც ამის დასტურია. ეს ჩვენს მეგობრობაზე არ აისახება. ცოტა ხნის წინ მისი გაბრიელი მოვნათლე, მეგობრობის გარდა, ირაკლისთან ნათელ-მირონობაც გვაკავშირებს“, – აცხადებს ივანიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები