დეკანოზი გრიგოლი: დღეს რომ ირინა ენუქიძე ცოცხალი ყოფილიყო, პრეზიდენტ მარგველაშვილს სილას გააწნავდა
“ქალბატონი ირინა ენუქიძე დღეს რომ ცოცხალი ყოფილიყო, პრეზიდენტ მარგველაშვილს სილას გააწნავდა და მოღალატისგან ჯილდოს არ მიიღებდა“, – ამის შესახებ ირინა ენუქიძის სულიერი მოძღვარი, დეკანოზი გრიგოლი გოგიჩაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.
დეკანოზი გამოცემასთან პრეზიდენტის იმ ჯილდოს ეხმაურება, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე დღის წინ ირინა ენუქიძეს ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის, გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის და სამოქალაქო თავდადებისთვის, სიკვდილის შემდეგ გადასცა.
სასულიერო პირი აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილს უფლება არ აქვს, ქალბატონი ირინა ენუქიძე თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვოს.
„ირინა ენუქიძე ჩემი სულიერი შვილი გახლდათ, მას ძალიან ახლოს და კარგად ვიცნობდი და ვიცოდი, მის სულში რა ხდებოდა.. ქალბატონი ირინა იყო ღირსეული ქართველი, მებრძოლი დედა, შვილმკვდარი დედა, რომელიც სხვისი შვილების გადასარჩენად სამართლიანობის დასამკვიდრებლად იბრძოდა და დღეს რომ ციცხალი ყოფილიყო, პრეზიდენტ მაგველაშვილს სილას გააწნავდა და მოღალიტისგან ჯილდოს არ მიიღებდა!
გიორგი მარგველაშვილმა, ირაკლი ალასანიამ და კიდევ სხვა მოღალატეებმა, არა მარტო ბიძინა ივანიშვილს, არამედ ქვეყნის არჩევანს, ხალხს, საზოგადოებას უღალატეს და დღეს თავიანთი მოქმედებებით აძლიერებენ, ხელს უწყობენ მტარვალებს – „ნაციონალებს“! ირაკლი ალასანიამ ძალიან ბევრი წელი ითანამშრომლა მკვლელთან – სააკაშვილთან, ამ ღირსეულ და პატიოსან ადამიანთან – ბატონ ბიძინასთან ერთი წელიც კი ვერ გაძლო! ეს სირცხვილია და ალასანიას მაგივრად მე მრცხვენია! ძალიან კარგად ვიცნობ ირაკლი ალასანიას, ჩვენ ერთ დარბაზში ვვარჯიშობდით, ერთ დარბაზში. ცუდია, რომ მას არც რწმენა და არც მადლიერების გრძნობა არ გააჩნია, ისევე, როგორც მარგველაშვილს. აი, ასეთი ურწმუნო და უმადურ ხალხს აქვს პრეტენზია, რომ ხელისუფლებას დაეპატრონონ და ქვეყანა მართონ!“ – აცხადებს სასულიერო პირი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.