მამა ელიზბარი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს
მამა ელიზბარი ფიქრობს, რომ საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინება მაინც დაკანონდება. გაზეთ “კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში ის ხელისუფლებას და სასულიერო პირებს აკრიტიკებს.
“პატრიარქი მოხუცდა და თავი დავანებოთ. დანარჩენები? ეს მყრალი გვამები, აქ რომ რომელიმე მყავდეს, ალიყურს ვაჭმევდი, ისე ვარ გამწარებული, გადმოდგებიან ამბიონიდან და ერთხელ არ გააკრიტიკებენ. გამოვიდნენ, გამოეყარნონ ყველა მედიასაშუალებები და თქვან ყველაფერი, რაც ხდება ქვეყანაში. დავით გურამიშვილის სიტყვებს გაგახსენებთ: “დადედლებულნი შიშისგან, აღარ ვარგოდნენ მამლადა“.
მამაღლა საუბარი კი არა, საკუთარი ლანდის, საკუთარი ჩრდილის ეშინიათ. მე უკვე უარს ვამბობ ასეთ საქართველოს მოქალაქეობაზე. შევიტანე საბუთები. ველოდები დადებით პასუხს. მე არ მინდა ვიყო იმ ქვეყნის მოქალაქე,რომელიც ნაგვის ბუნკერს მაგონებს.მე მაქვს უფლება, არ ვიცხოვრო ნაგვის ბუნკერში. ვგულისხმობ ყველაფერს, მოყოლებული ეკლესიიდან. არ არსებობს სიწმინდე, რომელიც საქართველოში მოქმედია. ქვეყნაში ხალხი სუნთქავს მყრალ ჰაერს, რომელიც შეგინებულია. ერთი ადამიანი ვერ ვნახე, ვინც გვერდით დამიდგება, სამშობლოსთვის თავგანწირვის სურვილი ვერ დავინახე. ამ გეგმებზე ხელი არ ჩამიქნევია და მალე განვახორციელებ. უბრალოდ ცოტა ხანი თავის გამორიდება ვარჩიე“,- აცხადებს მამა ელიზბარი.