უსინათლო პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით “სპექტრში“ სწავლება ჩატარდა

საზოგადოებრივ კოლეჯ “სპექტრში“, უსინათლო პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სივრცითი ორიენტაციისა და მობილობის ტრენერის მიერ თეთრი ხელჯოხის მოხმარების სწავლება ჩატარდა.

საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრში“ უკვე ორი წელია, რაც შექმნილია ადაპტირებული გარემო და არსებობს ინკლუზიური განათლების მიმართულება.

ამ ეტაპზე კოლეჯში 2 უსინათლო სტუდენტი სწავლობს. “ამ დღის აღნიშვნით, გვსურს საზოგადოების ინფორმირება და მათი ცნობიერების ამაღლება აქტივობაში ჩართული იყვნენ შშმ პირები, მათი ჯგუფელები, მასწავლებლები, ინკლუზიური განათლების სპეციალისტები და კოლეჯის ადმინისტრაცია“, – აცხადებენ კოლეჯში.

ღონისძიებას ორგანიზება გაუწია სტუდენტთა სერვისის კოორდინატორმა ნათია ლუკავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები