ინდოეთის ლიდერი პირველად ათი წლის განმავლობაში პაკისტანს ეწვია
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნერენდრა მოდი პაკისტანის ქალაქ ლახორში ჩავიდა, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, მოჰამედ შარიფს შეხვდა.
ინდოეთის ლიდერის ბოლო ვიზიტი პაკისტანში 2004 წელს შედგა. კონფლიქტი ინდოეთსა და პაკისტანს შორის ქაშმირის პროვინციის გამო გამწვავდა. იქ, ძირითადად, მუსულმანები ცხოვრობენ. დელი ისლამაბადს ქაშმირელი სეპარატისტების მხარდაჭერაში ადანაშაულებს. პაკისტანის ხელისუფლება ამ ბრალდებებს უარყოფს. ქაშმირში ინდოეთსა და პაკისტანს შორის ოფიციალური საზღვარი არ არსებობს. აქ ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალები ერთმანეთისგან რამდენიმე მეტრით არიან დაშორებულები.