მეთოჯინე კარლო სულაკაურის ფილმების – “ბომბორასა“ და “სალამურას“ პერსონაჟები

    საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი 20 მარტიდან გამოფენასა და საგანმანათლებლო პროგრამას „ზღაპარი სტუმრად მუზეუმში“ უმასპინძლებს. გამოფენაზე წარმოდგენილია თანამედროვე მეთოჯინის კარლო სულაკაურის ფილმების – “ბომბორასა“ და “სალამურას“ პერსონაჟები.
გამოფენას ახლავს საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც განკუთვნილია ბაღისა და ადრესასკოლო ასაკის ბავშვებისთვის. პროგამის ფარგლებში ბავშვები მოისმენენ ხალხურ და თანამედროვე ზღაპრებს. ამავე პროგრამის ფარგლებში, საშუალება ექნებათ, მოისმინონ და იხილონ თეატრალიზებული ზღაპარი. მთხრობელთან და მსახიობებთან ერთად, წარმოდგენილი იქნება როგორც მუზეუმის ექსონატები, ასევე კარლო სულკაურის მიერ შექმნილი თოჯინები. ზღაპრის მოსმენის შემდეგ პატარა მსმენელებს ჩაუტარდებათ სხვადასხვა ტიპის შემეცნებით-გასართობი თამაშები.
ასევე ნაჩვენები იქნება მულტიპლიკაციური ფილმები, რომლებიც გაუღრმავებთ ცოდნას ქართული თანამედროვე და ტრადიციული ზღაპრების შესახებ.
საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი ერთ-ერთი უძველესი მუზეუმია საქართველოში, რომელიც 1899 წელს დაარსდა როგორც კავკასიის კუსტარული კომიტეტი, რომლის მიზანი იყო, კავკასიაში ხელი შეეწყო ხალხური ხელოვნების სხვადასხვა დარგის განვითარებისთვის, რათა ისინი სახელმწიფოსთვის დამატებითი მოგებისა და ექსპორტის წყაროდ ქცეულიყო. მრავალწლიანი სამეცნიერო მოღვაწეობისა და ექსპედიციების მანძილზე კომიტეტს დიდძალი მასალა დაუროვდა, რომელიც კარგად ასახავდა კავკასიური ხალხური ხელოვნების დარგების მრავალფეროვნებას. ეს მასალა საფუძვლად დაედო სპეციალურად ამისთვის აგებულ შენობაში 1913 წელს მუშტაიდის ბაღის ტერიტორიაზე გახსნილ მუზეუმს.
1960 წლიდან მას შეუერთდა ქართული ხალხური ხელოვნების მუზეუმის კოლექციებიც.
ამჟამად საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში 10000- მდე ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების და მხატვრების კოლექციები ინახება.

10149847_719913921373106_1193163295_n (1)

10009483_719913878039777_39116773_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები