შეხვედრა მხატვარ ლევან ჭოღოშვილთან

   მწერალთა სახლის პროექტის ფარგლებში გრძელდება შეხვედრების ციკლი “საუბრები ხელოვნებაზე“ . 25 მარტს, 19 საათზე მხატვარ ლევან ჭოღოშვილთან შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის თემაა იქნება: ტრადიცია და ინოვაცია მხატვრობაში. გაიმართება დისკუსია იმ ტრადიციებზე, მიმდინარეობებზე, ტენდენციებსა და სიახლეებზე, რისგანაც თანამედროვე ქართული მხატვრობა იქმნება.
მხატვარმა ლევან ჭოღოშვილმა უცხოეთში მოაწყო პერსონალური გამოფენები, მიიო მონა ბისმარკის ფონდის მიერ დაწესებული საფრანგეთის პრეზიდენტის პრიზი. მისი ნამუშევრები დაცულია: თბილისის თანამედროვე ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, საქართველოს საპატრიარქოში, გრემის მთავარანგელოზის ტაძარში; ვატიკანის მუზეუმსა და სხვადასხვა კერძო კოლექციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები