გიორგი ბურჯანაძე: ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა მენიუში კამეჩის ხორცი აღმოჩნდა

„ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა მენიუში კამეჩის ხორცი აღმოჩნდა“ – ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ სტატიას აქვეყნებს.
ანტიკორუფციული კავშირის ხელმძღვანელი გიორგი ბურჯანაძე აცხადებს, რომ ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს კამეჩის ხორცით კვებავენ. როგორც მან გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აღნიშნა, კამეჩის ხორცის გამოყენება შესაძლებელია, თუმცა ამის შესახებ საზოგადოებამ უნდა იცოდეს.
„გაირკვა, რომ ბაგა-ბაღებში დღემდე 50 პროცენტი კამეჩის ხორცი შედის, არადა თურმე ბაღებში ყველა დარწმუნებული იყო, რომ ბავშვებს ძროხის ხორცით კვებავდნენ. როცა განვაცხადეთ, სინამდვილეში რა ხდებოდა, ბაღის გამგეებმა გულწრფელად შეიცხადეს – როგორ უნდა გაგვერჩიაო?
იმ სასაკლაოებზე, რომლებიც თბილისის ბაგა-ბაღებს ხორცით ამარაგებნენ, კამეჩი მასობრივად იკვლება. ბუნებრივია, დაგვებადა ლოგიკური კითხვა – სად მიდიოდა ამდენი ხორცი? და კვალმა ბაგა-ბაღებამდე მიგვიყვანა. ამისი ვიდეო, ფოტო და აუდიოჩანაწრიც გვაქვს. ამიტომ ვაცხადებთ, რომ ბაგა-ბაღების კვების ბლოკები კამეჩის ხორცს მოიხმარენ. მისი საკვებად გამოყენება შეიძლება, მაგრამ საზოგადოებას სრული უფლება აქვს, სიმართლე იცოდეს! თანაც საყოველთაოდ ცნობილია, რომ კამეჩის ხორცი დიდხანს იხარშება, ესეც ხომ კომუნალურ ხარჯებს ემატება და თვის ბოლოს საკმაოდ სოლიდური თანხა გროვდება!“ – აცხადებს გიორგი ბურჯანაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები