კულტურის სამინისტროს საჩუქარი ნიჭიერ უსინათლო მოსწავლეს

   ნოვრუზ ბაირამზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე მარგიშვილი მარნეულს ეწვია და საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა. ალექსანდრე მარგიშვილი მარნეულის ცენტრალურ მოედანზე დღესასწაულთან დაკავშირებით მიძღვნილ კონცერტსაც დაესწრო და ღონისძიების მონაწილე უსინათლო ნიჭიერ მოზარდს შაბან მამედოვს საჩუქრად ელექტროპიანინო გადასცა. ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული გაზაფხულისა და ახალი კალენდრის დასაწყისად, დღისა და ღამის გათანაბრებად მიიჩნევა.
ის მარნეულის რაიონში ყოველწლიურად საზეიმოდ აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები