მთაწმინდის პარკის ესკიზების ავტორი თეატრიდან გაათავისუფლეს – „გარდაცვალების შემდეგ დამაფასებენ“

მთაწმინდის პარკის ესკიზების შემქმნელი მურაზ მურვანიძე ოპერის თეატრში მთავარი მხატვრის შტატის გაუქმების მიზეზით გაათავისუფლეს.
„საქართველოს გარდა მთელი მსოფლიოს თეატრები ჩემი იყო. საერთოდ, საქართველოში ყოველთვის მაგდებენ. ვიცი, რომ დამნიშნავენ, მაგრამ ისიც ვიცი, რომ გამაგდებენ. აქ ხარისხი არ უყვართ. დიდი საცოდაობა იყო თეატრიდან ჩემი გამოშვება. ძალიან ბევრ სიურპრიზს გავუკეთებდი ბავშვებს. სხვათა შორის, მთაწმინდის პარკი წყნეთამდე უნდა ასულიყო. ჩემი ნახაზები, ყველაფერი საწყობში გვიდევს. ეტყობა, საქართველოში არ სჭირდებათ პროფესიონალები და ამიტომ გამომიშვეს. დიახ, ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ საქართველოში პროფესიონალი არ არის საჭირო,რადგან უვიცებმა უნდა წამოყონ თავი, რომ იარსებონ. ეს არის მთავარი მიზეზი.
მე არ მწყდება გული, გული თქვენ, საზოგადოებას უნდა დაგწყდეთ, რადგან ვერ იხილავთ თეატრს იმ ხარისხით, როგორიც ჩემი ყოფნის პერიოდში შეიძლებოდა ყოფილიყო. ისეთი დაბალი დონის ხალხი მოვიდა, რომლებთანაც მე ვერც შევძლებდი ურთიერთობას.
არსად არ მინდა წასვლა. საქართველოში ბადრი პატარკაციშვილმა ჩამომიყვანა. მითხრა, „მორჩი ხეტიალსო“. მთაწმინდის პარკის გასაკეთებლად ჩამომიყვანა“, – აცხადებს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას მურვანიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები