სოზარ სუბარი: ჩემზეც იყო ზეწოლა…

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი შეწყალების კომისიაში მისი მუშაობის დროს იხსენებს. სუბარის განცხადებით, შეწყალების კომისიაში შეწუხების გარეშე მუშაობა წარმოუდგენელია.
„ხუთი წლის განმავლობაში ვიყავი შეწყალების კომისიის წევრი და ვინ გაბედავდა ზეწოლას? როგორ შეიძლება ადამიანი შეწყალების კომისიის წევრი იყო და არავინ შეგაწუხოს, მით უფრო, თუ თავმჯდომარე ხარ. ჩემზეც იყო ზეწოლა, როცა პარლამენტის წევრები საჯარო განცხადებებს აკეთებდნენ, მაგრამ ოდესმე მითქვამს?
მიშას ჩემთვის ბევრჯერ დაურეკავს, გვიჩხუბია კიდეც, მაგრამ ამას ზეწოლად არ აღვიქვამდი, რადგან სახალხო დამცველი რომ ხარ, უნდა გაუძლო. ალეკოს თუ ვინმე ურეკავდა და სთხოვდა, გააკეთა რამე? ამ საქმეზე დაწყებულია გამოძიება და არ მინდა სპეკულაცია“, – აცხადებს სუბარი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები