პაატა ბურჭულაძე: რა დროს პოლიტიკაა, გენაცვალე

ცხოვრება თუ მიჩვენებს, რომ ეს არის ჩემი გზა, მე ამას აუცილებლად გავაკეთებ, – ამის შესახებ გაზეთ „პრაიმტაიმს“ პაატა ბურჭულაძემ პოლიტიკაში წასვლასთან დაკავშირებით განუცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა პაატა ბურჭულაძე პოლიტიკური პარტიის შექმნას, ფონდის ხელმძღვანელმა ასე უპასუხა: არა გენაცვალე, ფონდის შექმნას ვაპირებ. რა დროს პოლიტიკაა, გენაცვალე, 24-ში ფონდის პრეზენტაციაა, მობრძანდით და იქ ვისაუბროთ.
მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ და პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ვანო მაჭავარიანმა ფონდი „საქართველოს განვითარებისთვის“ 30 ოქტომბერს დაარეგისტრირეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები