მამა გაბრიელის დის ინფორმაციით, დედა პარასკევა მცხეთიდან ბორჯომის ეკლესიაში „გააგდეს“

წმინდა გაბრიელის დის ინფორმაციით, დედა პარასკევა მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრიდან გააძევეს. ემა ურგებაძის განცხადებით, დედა პარასკევა ბორჯომის ეკლესიაში გადაიყვანეს.
„დედა პარასკევა, მამა გაბრიელისთვის თავდადებული, მისი საფლავის გახსნის შემდეგ აქედან გააგდეს, ღმერთმა გასცეს მათ პასუხი, პარასკევა ღარიბებს ეხმარებოდა, ცუდი რა გააკეთა, რა მიითვისა, ვის რას სთხოვდა? კიდევ კარგი, ბორჯომში ეკლესიაში გადაიყვანეს. ვინახულე, კარგად არის, ალბათ ასე იყო საჭირო“, – ამბობს წმინდა გაბრიელის და, ემა ურგებაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები