„უკრაინაში ხელისუფლების დამხობის მიზნით სააკაშვილი 25 დეკემბერს აქციებს იწყებს“

უკრაინაში ხელისუფლების დამხობის მიზნით სააკაშვილი 25 დეკემბერს აქციებს იწყებს, – ამის შესახებ გაზეთი “კვირის ქრონიკა“ დღევანდელ ნომერში წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სააკაშვილი მოუწოდებს ყველას, რომ უკრაინის მთავრობის წინააღმდეგ გამოვიდნენ.
“ჩნდება ინფორმაცია, რომ უკრაინაში ხელისუფლების დამხობის მიზნით სააკაშვილი 25 დეკემბერს აქციებს იწყებს. იგი რევოლუციისთვის ემზადება, რაც არ გამოუვიდა. საქართველოში მეორე მცდელობისას აპირებს, რომ ეს უკრაინაში გააკეთოს. სააკაშვილი არ აპირებს, „შეიწეროს“ ავაკოვის ნასროლი ჭიქა და თვლის, რომ პოროშენკო ლაჩარია. სააკაშვილი მოუწოდებს, რომ ყველა გამოვიდეს უკრაინის მთავრობის წინააღმდეგ, თუმცა თავად სააკაშვილი ორაზროვანია თავად უკრაინელებისთვის. საინტერესოა, ამ პროცესში ვის მხარს დაიჭერს ვაშინგტონი“,- წერს გაზეთი “კვირის ქრონიკა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები