„მე ვარ თავდაუზოგავი შრომისათვის და თავაწყვეტილი დასვენებისთვის შექმნილი“

როგორ ახერხებს „თავდაუზოგავის და თავაწყვეტილის“ ერთმანეთთან შეთავსებას და როდის მიფრინავს კოსმოსში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი არსენ გვენეტაძე…

-კოსმოსი… ახდენილი ოცნება…10660509_1182107338484539_428788909_n
– 
ბავშვობაში ვის არ უფიქრია კოსმოსზე… 1963 წელს დავიბადე ტყიბულში, ამიტომ მე რომ მეთქვა, კოსმონავტი უნდა გამოვიდე-მეთქი, ეს სრულიად წარმოუდგენელი იქნებოდა. როცა ეს ჩემი ასტრონავტობა შედგა, ბევრმა თქვა, რომ ჩემი ოცნება აასრულეო. დაახლოებით 4-5 წლის წინ მეგობარმა რეჟისორმა სანდრო ვახტანგოვმა მითხრა, რომ ამერიკაში კოსმოსურ ტურიზმზე მუშაობენ, სერ რიჩარდ ბრენსონი იწყებს პროგრამას სახელწოდებით: „ვირჯინ გალაქტი“. ვიფიქრე,  რა საინტერესო იქნებოდა. ნელ-ნელა მოვიძიე საკონტაქტო ინფორმაცია, დავუკავშირდი ამ კომპანიას და დაახლოებით ერთწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ შევთანხმდით ფილადელფიაში, ტრენინგზე მონაწილეობის მიღებაზე. გავფრინდი, რა თქმა უნდა, დაძაბული ველოდი, არ იყო ადვილი მომზადების გავლა. როცა გადიხარ კოსმოსში, გრავიტაციის 6-ჯერადი დატვირთვის ქვეშ ხარ, ზუსტად იგივე მოდელირებით გავიარეთ თეორიული და პრაქტიკული წვრთნა. ასე გავიარე ფილადელფიის „ნასტარის“ ცენტრში ასტრონავტიკის ტრენინგი და გავხდი „მომავლის ასტრონავტი“, რა თქმა უნდა, მომცეს სერტიფიკატი. წლების განმავლობაში სულ 700-მდე ადამიანი მოამზადეს. ეს ის ცენტრია, სადაც ამერიკის პროფეიონალი ასტრონავტები გადიან სწავლებას.
– როგორი შეგრძნებაა?702993_1182107328484540_15841564_n
– იქ იყო მღელვარება, ადრენალინი, დაძაბულობა. ამ დროს კუნთებს უნდა ფლობდე, გასწავლიან, რომ არ დაკარგო (მართალია, დროებით) მხედველობა. მიდიხარ კოსმოსში, იმიტომ, რომ იქიდან შეხედო დედამიწას. ყოველ შემთხვევაში, მე ეს მინდა. ერთი მხრივ, ეს დიდი სიამოვნებაა და მეორე, ალბათ, უფრო მნიშვნელოვანი და მოტივირებული ის არის, რომ შენს მიზანს მიაღწიე… ეს მიზანი კი ძალიან მაღალი გქონდა აღებული. ეს შენც და სხვასაც აძლევს კიდევ იმის მტკიცების საშუალებას, რომ შეუძლებელი არაფერია… კიდევ ვამბობ, რომ თუ მე, ინტელიგენტ რიგით ოჯახში (დედა პედაგოგი, მამა ინჟინერი) დაბადებულს ტყიბულში 1963 წელს შევძელი გავმხდარიყავი ექიმი, უნივერსიტეტის პროფესორ -პედაგოგი, სინჯარაში ბავშვებისა და მუცლის გახსნის გარეშე ოპერაციების ერთ-ერთი დამფუძნებელი საქართველოში, გარდა ამისა, გადავიტანე კიბო და ამის მერე კოსმოსში გაფრენის შესაძლებლობა, დავარქვათ ასე, თამასა დავძლიე, ანუ მიზანსაც მივაღწიე. ესე იგი, ეს თქვენც შეგიძლიათ…
– განსაკუთრებული ადამიანი ხართ… ყველა ხომ ვერ აღწევს ამას?12366513_1182107311817875_764132606_n
– … ვფიქრობ, ეს არის მუდმივი შიგნიდან ენერგია და  სიახლის ძიების, სიტუაციების ცვლის სურვილი…
მაგალითად, დღევანდელი დღე, დილით მოვედი, ოპერაცია მაქვს დანიშნული, ახლა ინტერვიუ, ჩემი მეგობარი ცნობილი ოფთალმოლოგი გიორგი ჩიჩუა 45 წლის გახდა და მასთან უნდა მივიდე. საღამოს „ჰუალინგში“ დაჯილდოებაზე ვარ მიწვეული, ღამით კი პარიზში მივფრინავ. ხვალ საღამოს პარიზული ჟურნალის რედაქტორს უნდა შევხვდე, სადაც ჩვენი სამეცნიერო სტატია იბეჭდება. ახლახან გამოვუშვი ჩემი ლექსების  მესამე პატარა კრებული, ამ წიგნის მინი პრეზენტაციასაც ამ დღეებში პარიზში ვგეგმავ. რომ ჩამოვფრინდები, ორშაბათ დილით ორი ოპერაცია მაქვს დაგეგმილი და იმავე საღამოს რუსთაველის თეატრში მე და ჩემი მეგობარი რეჟისორი ნიკოლოზ ჰენრი ჰაინე შიდა სარეპეტიციოდ სცენაზე ამ კრებულის ლექსებს წავიკითხავთ… 25 დეკემბერს კი ექიმების კონცერტია დაგეგმილი, სადაც ვმონაწილეობ. ამ თვის ბოლოს კარიბის ზღვაში გავფრინდები…
-ამდენი როგორ შეგიძლიათ …12366932_1182107258484547_466679471_n
– ადამიანთა დიდი ნაწილს ასეთი რიტმი  არ მოსწონს.  ცოტა ხნის წინ იაპონიაში ვიყავი და მომწონს მათი მიდგომა, უარყოფითს არასოდეს ამბობენ. ჩემთვის ეს არის სტიმული, ყოველწუთიერი ახალი სიამოვნება და მუდმივად ცვალებადობა. რამდენიმე დღის წინ ტყიბულში, ჩემს მშობლიურ სკოლაში ვიყავი,  სადაც „კარცერლუქსი“ მაქვს გაკეთებული, უკვე მე-7 წელია. აქ ბავშვები კითხულობენ წიგნებს, გამოდიან მოხსენებებით, ვაჯილდოვებთ და სტიპენდიებს ვაძლევთ… იზრდება თაობები, ნახულობენ მიზნებს. ვეუბნები მათ, რომ ამ სახლში ვცხოვრობდი, ამ მერხზე ვსწავლობდი და, ესე იგი, რაც მე შევძელი, თქვენც შეგიძლიათ-მეთქი… თქვენ მეტი შეგიძლიათ, იმიტომ რომ გასულ საუკუნეში სულ სხვა შესაძლებლობები იყო და ახლა სულ სხვაა. მიზნისკენ სწარაფვა ადამიანური ყოფის ყველაზე საინტერესო ხაზიაო.
– ფოტოგრაფია…
– ახლაც ვგეგმავ გამოფენას, ალბათ იანვარში გაიმართება რუსთაველის თეატრში. ფოტოგრაფია, ეს ცხოვრებაა. მინდა, რასაც ვხედავ და მსიამოვნებს, შემდეგ მეგობრებსაც გავუზიარო. ვეპატიჟები, რომ მათ ნახონ, ამ დროს მათთან ურთიერთობაც სიამოვნებას მანიჭებს. დრო, ყველაზე მძიმე, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, სასიამოვნო და საინტერესოდ ხარჯვადი რესურსია. დროს ვერავინ ვერაფერს უხერხებს. ჩემი ლექსიც ამას ეხება, უნდა გვახსოვდეს, რომ დრო შეზღუდულია…
„… მცირდება, როგორც შაგრენის ტყავი,
მაშ, ნუ გავფლანგავთ დროს უნიათოდ
და ნუ იცხოვრებთ სხვისი ცხოვრებით,
იგრძენი სული თავისუფალი,
პატივი ეცი გულისთქმას შენსას
და ნუ იცხოვრებ სხვისი აზრებით,
იყავ შიშველი, იყავ მშიერი,
იყავ სულელი და ბედნიერი…“
აქ, რა თქმა უნდა, პირდაპირ არ უნდა გავიგოთ… თავის დროზე სტივ ჯობსი ამბობდა, რომ იდეებით უნდა იყო მშიერი, სულელი კი ჩარჩოებიდან გასვლის შესაძლებლობაა… შიშველი მე დავუმატე, რადგან გამჭვირვალედ ვცხოვრობ, მკითხეთ, რაც გნებავთ, ჩემთვის არ არსებობს ტყუილი. ამდენად, თავისუფლება ფანტასტიკური რამ არის. ზოგიერთები ამბობენ, ადამიანი ტანჯვისთვისააო შექმნილი. მე ვამბობ, მე ვარ თავდაუზოგავი შრომისათვის და თავაწყვეტილი დასვენებისთვის შექმნილი. ოღონდ ესენი მე ჩემით მოვიპოვე და ჩემით ვისწავლე. არავის უთქვამს, რა უნდა გავაკეთო. რა თქმა უნდა, დეილ კარნეგი, სტივ ჯობსი ფანტასტიკურია, მაგრამ როცა ამას კითხულობ და შენ ეს უკვე შენით მიაგენი, დიდი სიამოვნებაა. ორი პრინციპით ვხელმძღვანელობ, უმარტივესად და მერე აღმოვაჩინე, რომ ეს იაპონელებს აქვთ…12380623_1182107201817886_1649870530_n
– იმას, რასაც ნერვიულობა არ შეცვლის, ნერვიულობა არ სჭირდება და ის, რაც შეცვლადია, ნერვიულობა მხოლოდ აზრს გაგიფუჭებს, რომ გამოსავალი სწორად და კარგად იპოვო. დაახლოებით 95-97 პროცენტი მე ვფლობ ჩემს თავს, 2-3 პროცენტი მაინც არის ემოცია. თუმცა სანამ ამას მივაღწევდი, მაშინ ალბათ პირიქით იყო. ადრე ოპტინელი მამების შეგონებას ვიშველიებდი ხოლმე, – ღმერთო, მომეცი ძალა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია, შევეგუო მას, რისი შეცვლაც არ ძალმიძს, და მომეცი სიბრძნე, რათა გავარჩიო ერთი მეორისგან. მაგრამ რაც უფრო გამარტივებულია, მით უფრო გენიალურთან ახლოსაა. ყველაფერი გენიალურია მარტივი, თუმცა ყველა მარტივი არ არის გენიალური. არ უნდა ინერვიულო და მორჩა… ამ ზაფხულს მე ვმუშაობდი დეილ კარნეგის წიგნზე, „როგორ დავძლიოთ მღელვარება და როგორ დავიწყოთ ცხოვრება“, ფანტასტიკური რამეებია… ყველაზე ცუდი, მითხრეს, კიბო მქონდა… დავფიქრდი და მოგვიანებით მივხვდი, მთავარია არა ის, რამდენ ხანს ვიცოცხლებ, არამედ, როგორია ჩემი სიცოცხლის ხარისხი. რა შეიძლება მოყვეს ამას ყველაზე ცუდი – მოვკვდე, სხვა იმის იქით აღარაფერია… ერთი წელი მაინც მქონდა დრო და ვიფიქრე, ამ დროის განმავლობაში, რამდენი რამის გაკეთება შემიძლია…
– მაგრამ ეს ხომ ძალიან ძნელია…
– მარტივი არაფერი არ არის… რა თქმა უნდა, არც ეს ყოფილა მარტივი. მთავარია იცოდე, რა გინდა, მიზანი უნდა გქონდეს და პატარ-პატარა მიზნუკები, რასაც მიაღწევ. მთავართან მისასვლელად ყოველდღე რაღაც ახალი უნდა გააკეთო. ფანტასტიკურია ცხოვრება… მზე ამოვიდა, დილის 6 საათზე გავიღვიძე და სოციალურ ქსელში წავიკითხე ერთ-ერთი ჩვენი პაციენტის კომენტარი, იმდენად თბილი სიტყვები, რომ მთლიანად გავთბი და დღე უკვე შედგა. აი მოტივაცია. დილაობით დავდივარ ხოლმე, მეეზოვეს ვესალმები, თავიდან გაუკვირდა, მაგრამ ახლა ისე უხარია, პირველი ის მიღიმის და გამარჯობის თქმას მასწრებს… ღიმილი აჩუქე, ღიმილი მიიღე – ეს უკვე მოტივაციაა და ფანტასტიკური დღის დასაწყისია. ეს არის ცხოვრება.
„ვარ ოპტიმისტი სწორუპოვარი, მკვდარიც კი მიჯობს, ვიღიმებოდე…“
არიან მეორენი, რომლებიც ყველაფრიდან ცდილობენ უარყოფითი მომენტი დაიჭირონ და კონფლიქტი შექმნან მოსაუბრესთან. ამიტომ ასეთ ადამიანს უნდა გაეცალო…
– ფერები და თქვენი სამოსი…10681678_1182107378484535_925454576_n
– პირველად რამდენიმე წლის წინ ბარსელონაში რომ ვარდისფერი ჯინსი ვიყიდე, ჩამოვედი და აქ ჩავიცვი, გაოცებულები მიყურებდნენ. ერთხელ  მთავარმა ექიმმა ბანკეტზე მითხრა, – რა კარგი კაცი ბრძანდებით, ბატონო არსენ, მაგრამ… და შარვალზე დამხედა. ეს მე არ მაწუხებს, რას იფიქრებს ჩემზე საზოგადოება. მე ვიცი, რას ვაკეთებ ჩემს მორალურ ჩარჩოებში და ჩემი ხედვა როგორია. არ უნდა შეგეშინდეს, განსხვავებული ხედვა შემოიტანო. მე მომწონს და რაც მე მახალისებს, რატომ არ უნდა ჩავიცვა? იმიტომ რომ ვინმემ არ თქვას, ეს წითელშარვლიანი პროფესორიაო? მაპატიეთ, თქვას, თუ ეს არის ჩემი ყველაზე ცუდი, რაც მან უნდა მიმითითოს, ესე იგი, ბედნიერება ყოფილა ჩემი მთელი ცხოვრება. ისედაც დაუსრულებელი ბედნიერებაა ჩემი ცხოვრება, თუმცა ყველა საშუალება და ყველა სირთულე მქონდა, ის ტანჯვა ყოფილიყო დაუსრულებელი… ნახევარი ორგანოები რომ არა გაქვს, მაგრამ ყველაზე ჯანმრთელად რომ მიგაჩნია თავი.
– პროფესია…
– ჩემი პროფესია არის ფანტასტიკური რამ, მთელი ჩემი ცხოვრებაა პრაქტიკულად. ისინი ჰობია, მიზნებია, ეს კი მთელი ძირითადი ხაზია. ბავშვები გვყავდა კლინიკაში სტუმრად და რომ გავაცნობიერე, ბევრი მათგანის მშობლისთვის ოპერაცია მაქვს გაკეთებული, ბევრი სინჯარის ბავშვია… და დღეს ეს ბავშვები ჩვენთან, ჩვენს გვერდით არიან. ეს არის რეპროდუქტოლოგია. არა ერთი და ორი ადამიანის სიცოცხლე გადამირჩენია. ჩვენი, კლინიკის მთავარი პრინციპია, პროფესიონალები, რომლებიც მუდმივად უნდა ვითარდებოდნენ. ჩვენი ყველა თანამშრომელი კლინიკის ინიციატივით და ხარჯით, სიახლეების ჩამოტანის და დანერგვის მიზნით, მუდმივად მივლინებაშია.
ერთხელ მკითხეს, იქ, კოსმოსში რომ გაფრინდებით და ხომალდით ანჯელინასთან და ლეონარდოსთან ერთად მოგიწიოთ ფრენა, რას იტყვითო? არაფერს, მე ვფიქრობ, ძალიან ცნობილი ხალხია თავის საქმეში, მაგრამ არცერთ მათგანს თავის პროფესიით არც სიცოცხლე გადაურჩენია და არც მოუვლენია. ჩემი ერთი სამუშაო დღე, კი სტატისტიკურად რომ დავთვალოთ, ერთ ახალ სიცოცხლეს გულისხმობს… მე ვფიქრობ, ისინი კიდევ უფრო მეტად იამაყებენ, თუ ჩემთან ერთად გამოფრინდებიან. დედამიწაზე ყველა შიშველი იბადება და შიშველი კვდება. სტივ ჯობსი სიკვდილის წინ წერდა: „ვკვდები, მილიარდები დავაგროვე, ყველაზე მდიდარი ვიყავი, ყველაზე წარმატებული. ვხვდები, რომ ეს არცერთი არაფერი არაა, ვერაფერი მიმაქვს თან, მხოლოდ სიყვარული და სიამოვნებანი, რომელიც მე შემეძლო უფრო მეტი მქონოდა და ვნანობ, რომ სამსახურის გარდა, ცოტა რამ თუ მახალისებდაო“, მე არ მინდა,  ჩემმა ცხოვრებამ გვერდზე ჩამიაროს და აქ ვიყო დილიდან ღამემდე, მიუხედავად იმისა, რომ მიხარია, აქ რომ მოვდივარ და კვირას საღამოს წინ 5 ფანტასტიკური სამუშაო დღე მელოდება…
– თქვენი მეუღლე… საერთო პროფესია გაქვთ. გატაცებებიც თუ ემთხვევა ერთმანეთს?12387867_1182107278484545_311896970_n
– მე და ჩემი მეუღლე, თამარ საბახტარაშვილი 21-ე წელია ერთად ვცხოვრობთ. გვყავს ორი შვილი – 20 წლის ლუკა, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტის მე–3 კურსის სტუდენტია და 12 წლის მარიამი. ერთხელ თათია აფრიკაში წამომყვა და თქვა, ჩემთვის ეს მუდმივი მოგზაურობა დამღლელიაო… ჩემთვის კი პირიქით, ორი დღე გაჩერებაა დამღლელი. არა, ამ ნაწილში არაფერი ემთხვევა ერთმანეთს. თათია უფრო წყნარი ცხოვრების მოყვარულია…
– მომავალში რას გეგმავთ?
– ყველაზე მაღალი მიზანი კოსმოსია, რამდენიმე წელში გავფრინდები. ვცდილობ, პოზიტივი ვიპოვო ყველაფერში და არცერთი შანსი ხელიდან არ გავუშვა, „არცერთი შანსი ცხოვრებისგან მოცემული, მე ჯერ ხელიდან არ გამიშვია და ბედი ჩემი საძოვარზე უპატრონოდ არ გამიშვია“ – საკუთარი  ლექსია… ერთი ხელის მოსმით რამე თუ არ გამოვა, ეს ჩვეულებრივია, უნდა იცოდე მიზანი, აკეთო ის, რაც შენთვის სასიამოვნოა და წარმატება აუცილებლად მოვა…

ნინო ჯაჯანიძე

12388076_1182107365151203_278543143_n

12394549_1182107308484542_30207316_o

12395173_1182107088484564_345386659_n

12398754_1182107405151199_1043078656_o

12386596_1182107275151212_1122407392_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები