“თავიანთი არქივიდან ამოიღონ ათი ათასობით გაუბედურებული ადამიანის ცხოვრების კადრები, დაანებონ ამ ფსევდოსკანდალების აგორებას თავი” – გიორგი სოსიაშვილი

“თავიანთი არქივიდან ამოიღონ ათი ათასობით გაუბედურებული ადამიანის ცხოვრების კადრები, დაანებონ ამ ფსევდოსკანდალების აგორებას თავი,”- ასე გამოეხმაურა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი “ტვ პირველის” ეთერში გასულ კადრებს, სადაც პოლიციელების მიერ ჩადენილი ძალადობაა ასახული.

“რადიკალთა და მათი ამ ფსევდოტელევიზიების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ემსახურებოდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ასეთი ინციდენტი, ასეთი გადაცდომა ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს, ამისგან დაზღვეული არავინ არის. მთავარი ისაა, რომ სახელმწიფო ინსტიტუციები მუშაობენ გამართულად, ახდენენ მყისიერ რეაგირებას და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დანაშაულს ჩაიდენს, იქნება სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირებით დასჯილი.

რაც შეეხება ამ რადიკალების განცხადებას – თავიანთი არქივიდან ამოიღონ ათი ათასობით გაუბედურებული ადამიანის ცხოვრების კადრები – რა დღეში აგდებდა მათ სახელმწიფო, პოლიცია, როგორ დევნიდა მათ ოჯახებს და გაუმწარეს სიცოცხლე. დაანებონ ამ ფსევდოსკანდალების აგორებას და სახელმწიფოს მიმართ ყალბი ნარატივების შეთითხნას თავი,” – განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

შეგახსენებთ, “ტვ პირველის” ეთერში გავრცელდა ნოდარ მელაძის გადაცემის ანონსი, რომელიც ასახავს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტს.

შსს-ს ცნობით, 2022 წელს ჩადენილ დანაშაულზე გამოძიება მიმდინარე წლის თებერვალში, თავად შსს-ს გენერალური ინსპექციის მასალების საფუძველზე დაიწყო, 23 თებერვალს კი პროკურატურამ სამივე ბრალდებული პოლიციელი დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები