გიორგი გამსახურდია: არ გამოგივიდათ ნაცებო-ნოდარა მელაძის უკანა ჯიბიდან, უკვე, გახსნილი და მისჯილი დანაშაული გამოაძვრინეთ, გეგონათ რევოლუციურ ძალას მისცემდით – როგორც მაგაში, ისე ვერაფერში ვერ გამოგვიჭერთ, რადგან ჩვენ პირობებში, ძალადობაზე სასჯელია და ყველაფერი სრულდება კანონის ფარგლებში

“სააკაშვილის ჯალათები, გაუგონარ ძალადობაზე, მედლებსა და ჯილდოებს იღებდნენ. დღეს, ყოველი გადაცდომა და ძალადობა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში დასჯადია და ამისი უამრავი ფაქტი არსებობს,”- ამის შესახებ გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს და ნოდარ მელაძის შაბათის ანონსზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში ჩადენილ დანაშაულს,  რომელიც გამოვლინდა მიმდინარე წლის თებერვლის თვეში და პროკურატურის მიერ სამივე პოლიციელი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.

როგორც გამსახურდია წერს, დღეს, ყოველი გადაცდომა და ძალადობა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში დასჯადია და ამისი უამრავი ფაქტი არსებობს.

“სააკაშვილის ჯალათები, გაუგონარ ძალადობაზე, მედლებსა და ჯილდოებს იღებდნენ. დღეს, ყოველი გადაცდომა და ძალადობა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში დასჯადია და ამისი უამრავი ფაქტი არსებობს. არ გამოგივიდათ ნაცებო, უვიზოს გაუქმების თემის აგორება, ნებისმიერს შეუძლია შევიდეს ინტერნეტში და ნახოს, რომ ძალიან დიდი და ხანგრძლივი პროცედურაა.

მერე უცებ, ნოდარა მელაძის უკანა ჯიბიდან, უკვე, გახსნილი და მისჯილი დანაშაული გამოაძვრინეთ, გეგონათ რევოლუციურ ძალას მისცემდით და აქაც, არაფერი.ვერა, როგორც მაგაში, ისე ვერაფერში ვერ გამოგვიჭერთ, იმიტომ რომ ჩვენ პირობებში, ძალადობაზე სასჯელია და ყველაფერი სრულდება კანონის ფარგლებში.”- წერს გამსახურდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები