თბილისში ალექსანდრე ქართველის საზოგადოება დაფუძნდა

  საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა ალექსანდრე ქართველის საზოგადოების პრეზენტაცია, რომელზეც დაგეგმილი პროექტების დამსწრე საზოგადოებისთვის გაცნობა და საზოგადოების საპატიო წევრების დასახელება მოხდა. პრეზენტაციას დაესწრნენ: ამერიკის ელჩი სახელმწიფოში რიჩარდ ნორლანდი, დიასპორების მინისტრი კოტე სურგულაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე და გენშტაბის წარმომადგენლები, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, მეცნიერ – მკვლევარები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების და ცნობილი საზოგადო მოღვაწეები.
შეგახსენებთ, ალექსანდრე ქართველის საზოგადოება 2013 წლის 25 დეკემბერს ოფიციალურად დაფუძნდა. იგი აქტიური მოღვაწეობის სასტარტო წლებს დაუთმობს ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის, დამსახურებული ავიაკონსტრუქტორისა და ავიაინჟინრის, ალექსანდრე ქართველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

1779524_719868634710968_508580114_n [divider] Insert you content here [/divider] 10003063_719868148044350_1839372026_n [divider] Insert you content here [/divider] 10013787_719869404710891_571515037_n [divider] Insert you content here [/divider]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები