დღეს საჯარო ბიბლიოთეკაში ჩვენება გაიმართება

  21 მარტს, დაუნის სინდრომით დაავადებულ ბავშვთა საერთაშორისო დღეს, დიზაინერ ზალიკო ბერგერისა და „ხელოვნების სახლის“ ორგანიზებით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩვენება გაიმართება. ღონისძიებაზე „ხელოვნების სახლის“ აღსაზრდელები და არასამთავრობო ორგანიზაცია „მზის შვილების“ ბენეფიციარები (ხელმძღვანელი ინგა ლოლაძე) წარმადგენენ ზალიკო ბერგერისა და ანა ჩანგიანის ზამთრის თექის კოლექციას. ჩვენებაზე წარმოდგენილი იქნება 25 კოსტიუმი. ბენეფიციარებს „ხელოვნების სახლის“ ხელმძღვანელი ანა ჩანგიანი და ირინა ბარბაქაძე საჩუქრად გადასცემენ სპეციალურად მათთვის დამზადებულ სამოსს. ღონისძიება მიზნად ისახავს დაუნის სინდრომით დაავადებულ ბავშვთა საზოგადოებაში ინტეგრაციას. ის ასევე მიზნად ისახავს დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნის იდეის მხარდაჭერას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები