ე.წ. შეწყალების საქმეზე მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე დაჰკითხეს

ე.წ. შეწყალების კომისიის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მთავარი პორკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე, ასევე ვაკე-საბურთალოს პროკურორი ნიკა სანიკიძე და მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნათია სუხიაშვილი დაიკითხნენ.
შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის მტკიცებით, ერთი წლის წინ კონკრეტული პატიმრების შეწყალების მოთხოვნით ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან მასზე განხორციელებულ ზეწოლას შესახებ ინფორმაცია მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძეს მიაწოდა, თუმცა გოგაძე აღნიშნულს არ ადასტურებს. არსებული ინფორმაციით, გოგაძის დაკითხვა სწორედ აღნიშნულს უკავშირდება. რაც შეეხება ნათია სუხიაშვილს, შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მტკიცებით, მან გოგაძესთან შეხვედრას გაუწია ორგანიზება. ელისაშვილის განცხადების საფუძველზე, პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები