არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა თავის მოქალაქეებს ირანში, ერაყსა და ლიბანში მოგზაურობა აუკრძალა
არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა თავის მოქალაქეებს ირანში, ერაყსა და ლიბანში მოგზაურობა აუკრძალა.
შესაბამისი განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეებს ირანში, ერაყსა და ლიბანში მოგზაურობა ეკრძალებათ. არაბთა გაერთიანებული საამიროების ყველა მოქალაქეს, რომელიც ამჟამად ამ ქვეყნებში იმყოფება, ურჩევენ, რაც შეიძლება მალე დაბრუნდნენ სამშობლოში“, – ნათქვამია სამინისტროს პრესრელიზში.
არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ გადაწყვეტილების ოფიციალური მიზეზები არ დაასახელა.