საბურთალოს სასაფლაოზე სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიჭრა

თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე, სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, ნიღბიანმა პირებმა ცეცხლი ორ ადამიანს გაუხსნეს. თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოასწრეს.
სროლის შედეგად დაიჭრა ორი ადამიანი. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.  ექიმების განცხადებით, დაჭრილთა მდგომარეობა სტაბილურია.
შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,  საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აღიძრა.
“გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ეხება”, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები