საგამოძიებო სამსახურმა მამაკაცი დააკავა, რომელიც მოქალაქეს ამავე სამსახურში დასაქმებას თანხის სანაცვლოდ დაჰპირდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, თაღლითობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე თეიმურაზ ჯანიაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ერთ-ერთ მოქალაქეს მოტყუებით დაჰპირდა, რომ დაასაქმებდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, რის სანაცვლოდაც დაზარალებულს გამოართვა 5 000 აშშ დოლარი.
გამოძიება მიმდინარეობს მოტყუებით სხვისი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტზე, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. აქვე საზოგადოებას ვთხოვთ, მსგავსი ფაქტების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ საგამოძიებო სამსახურის გენერალურ ინსპექციას“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები