თბილისში პოლიციის თანამშრომელს თავს დაესხნენ

თბილისში, ვაგზლის მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულის თანამშრომელს დაესხნენ თავს.
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველს უცნობმა ადამიანმა თავის არეში ქვა ჩაარტყა. მას პირველადი სამედიცინო დამხარება სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გაუწია, მოგვიანებით კი ის საავადმყოფოში დამატებითი კვლევისთვის გადაიყვანეს.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები