მებაჟეებმა ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შემოტანის ფაქტი გამოავლინეს

საბაჟო – გამშვებ პუნქტ „წითელ ხიდზე” ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შემოტანის ფაქტი გამოავლინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო კონტროლის ზონაში, აზერბაიჯანის მხრიდან შემოსული აზერბაიჯანის მოქალაქე გ.ჯ.-ის კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა ფეხსაცმელებში დამალული 35 ამპულა ნარკოტიკული ნივთიერება „ტრამადოლი“ და კოდეინის შემცველი მედიკამენტი „სედალგინ ნეო“ – 20 აბი აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს მარნეულის სამმართველოს ალგეთის პოლიციის განყოფილებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები