„სავალუტო თაღლითობა“ მომრავლდა“- რატომ ცვლიან ვალუტის გადამცვლელი პუნქტები კურსს თვითნებურად

 

ვალუტის გადამცვლელი პუნქტები კურსს დამოუკიდებლად, გემოვნების მიხედვით ადგენენ და მომხმარებლებს აბსოლუტურად განსხვავებულ, მათთვის წამგებიან მაჩვენებელს სთავაზობენ.
„პრაიმტაიმმა“ ერთ-ერთ ასეთ ადგილს პეკინის გამზირზე მიაგნო, სადაც 100 დოლარის კონვერტაციის შემთხვევაში, 240 ლარის ნაცვლად, 204 ლარს მიიღებთ. აღსანიშნავია, რომ დოლარის გაყიდვის კურსს ეს პუნქტი უცვლელს – 2.402 ტოვებს. პეკინზე მდებარე გადამცვლელ პუნქტში, რომელიც დაახლოებით 5 წელია, არსებობს, აცხადებენ, რომ თვითნებური გადაწყვეტილების გამო პრობლემა არ შექმნიათ და მომხმარებელიც მოულოდნელი თანხის მიღების შემდეგ, ვალუტის გადამცვლელი ამ პუნქტის მიერ დადგენილ წესებს ემორჩილება. ერთ-ერთი რესპონდენტი ამბობს, რომ აღმაშენებლის გამზირზე 100 აშშ დოლარის გადახურდავება სცადა, თუმცა კურსის შეუსაბამო თანხის მიღების შემდეგ, თანხის სასურველი რაოდენობა ძალისმიერი მეთოდების გამოყენების შემდეგ მიიღო.
„სასურველი თანხის მიღება ჩხუბის შედეგად მოვახერხე, მატყუებდნენ. ასეთი თაღლითები მომრავლდნენ. ძირითადად, მე რაც პირადად ვნახე, ასეთი ვალუტის გადამცვლელი პუნქტები საბურთალოსა და პლეხანოვზეა“,-განაცხადა მან. „პრაიმტაიმმა“ ეროვნულ ბანკს კითხვით მიმართა. ამავე ფორმით მიღებულ ეროვნული ბანკის პასუხში ნათქვამია, რომ ვალუტის გადამცვლელი პუნქტი არ არის ვალდებული, ვალუტის ყიდვა-გაყიდვისას გამოიყენოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები