ეკა ბესელია: კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს თავად ბატონი ელისაშვილი

„კატეგორიულად მოვითხოვ, უსწრაფესად იქნეს გამოძიებული ყველაფერი“, – აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში. ამავე ინტერვიუში ეკა ბესელია ამბობს, რომ შეწყალების თაობაზე აგორებული სკანდალი პოლიტიკური კამპანიაა. მისი თქმით, ეს კამპანია წინასაარჩევნო პერიოდს მოახლოებას უკავშირდება.
„ჩემი პოზიცია მკაფიო და ცალსახაა – თუ მართლა ჰქონდა ადგილი კორუფციულ დანაშაულს, რაზეც ბატონი ელისაშვილი ლაპარაკობს, მაშინ ყველა დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს, მაგრამ თუ ასეთი დანაშაული არ დადასტურდება, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს თავად ბატონი ელისაშვილი“, – აცხადებს ეკა ბესელია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები მასზე ზეწოლას ახდენდნენ და აიძულებდნენ, კონკრეტული პატიმრების შეწყალებაზე დადებითი რეკომენდაციები გაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები