ლევან მარგიანის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

17 დეკემბერს, 18:00 საათზე გალერეა „ბაიაში“ ლევან მარგიანის ნამუშევრები გამოიფინება. წარმოდგენილი იქნება რელიგიურ თემაზე შესრულებული ნამუშევრები, მინიატიურები მოვერცხლილ ჭედურ ჩარჩოში და კომპოზიციები. ლევან მარგიანი 1983-1989 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე. 1994 წლიდან იმართება მისი პერსონალური გამოფენები: 1994 – გალერეა “ფიტმანი” თბილისი. 1998 – აშშ-ის საელჩო, თბილისი. 1999 – საგამოფენო დარბაზი “ჩოურ დეს შაინტს-პერეზ-16”, პარიზი, საფრანგეთი 2000 – გალერეა “ჰობი” თბილისი. 2000 – X – 2000-ის გენერალური კომისრის საპატიო სტუმართა დარბაზი, ჰანოვერი, გერმანია. 2001 – გალერეა “ორიენტი”, თბილისი. 2001 – ლევან მარგიანის და მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრების გამოფენა. სასტუმრო “ჰილტონის” საგამოფენო დარბაზი, ნიქოზია, კვიპროსი. 2003 – ბატონ ჟან-ლუი დროოზის სახლი, პარიზი, საფრანგეთი. 2004 – “ბაია გალერეა” “თაგის არტ”-ის ხელშეწყობით. თბილისი. 2006 – გალერეა “ჰობი”, თბილისი. 2007 – გალერეა “შარდენი”, თბილისი. 2007 – წმ. პავლეს ტაძარის კულტურული ცენტრი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი 2008 – გალერეა “შარდენი”, თბილისი. 2010 – გალერეა “შარდენი”, თბილისი. 2010 – “ბაია გალერეა”, თბილისი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები