მამაკაცმა, რომელმაც დედა დაჭრა, სავარაუდოდ, თვითდაზიანებები მიიყენა და ერთი პირი მოკლა – რა მოხდა თბილისში (ფოტო)
“კვირასთვის“ თბილისში, ბერ გაბრიელ სალოსის (ყოფილი ჩოლოყაშვილი) ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დეტალები გახდა ცნობილი.
“კვირას“ ინფორმაციით, ანდრეი მ-მ, რომელიც ფსიქიკურად გაუწონასწორებელია, დედა დაჭრა და ოთახში ჩაკეტა.
მეზობლებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პატრულის ეკიპაჟი გამოიძახეს.
“კვირას“ ინფორმაციითვე, სასიკვდილო ჭრილობები მამაკაცმა, სავარაუდოდ, სანიტარს მიაყენა.
დაჭრილია თავად მკვლელობაში ბრალდებულიც, რომელმაც, არსებული ინფორმაციით, თვითდაზიანებები თავად მიიყენა.
“კვირა” დამატებით დეტალებს მომხდართან დაკავშირებით მოგვიანებით შემოგთავაზებთ.